ირაკლი კობახიძე: ველოდებით პროვოკაციებს, რადგან ეს ჩვენი ოპონენტების ხელწერაა
“ველოდებით პროვოკაციებს, რადგან ეს ჩვენი ოპონენტების ხელწერაა, მოვუწოდებ მათ, არ გაბედონ ასეთი რამის გაკეთება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, პროვოკაციები მოთმინებით მიიღონ.
„ყოველ ჯერზე, როდესაც კენჭისყრის დღე გვაქვს, ველოდებით პროვოკაციებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენი ოპონენტების ხელწერაა. აქედან გამომდინარე, მათ მოვუწოდებ, არ გაბედონ ასეთი რამის გაკეთება. მხარდამჭერებს კი მოვუწოდებთ, მოთმინებით მიიღონ ნებისმიერი პროვოკაცია, არ მოახდინონ არავითარი არასათანადო რეაგირება. აღბეჭდონ კამერაზე და ატვირთონ სოციალურ ქსელებში“,- განაცხადა კობახიძემ.