კახა კუჭავა: რა თქმა უნდა ხმა მივეცი კახი კალაძეს

“რა თქმა უნდა ხმა მივეცი კახი კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც ვთვლიდი და ვთვლი კიდეც, რომ ალტერნატივა არ ჰყავს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ არჩევნებზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კუჭავა კალაძის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

“რა თქმა უნდა ხმა მივეცი კახი კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც ვთვლიდი და ვთვლი კიდეც, რომ ალტერნატივა არ ჰყავს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით რაც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და ის თუ რას აპირებს კახი მომავალი 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ კიდეც მის გამარჯვებაში”, – აღნიშნა კუჭავამ.

ცნობისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები