მოსკოვში კორონავირუსით ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები გაზრდილია

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქში ბავშვებში კოვიდ 19-სგან ლეტალური მაჩვენებელი გაზრდილია.

ამის შესახებ მან “როსია-1”-ის ეთერში თქვა.

“ქრონიკური დაავადებების მქონე ბავშვებში ვირუსი მძიმედ მიმდინარეობს. ვხედავთ, რომ სიკვდილიანობაც ბავშვებში გაზრდილია”, – თქვა მან.

გუშინ, მოსკოვის მერის მოადგილემ სოციალური განვითარების საკითხებში, ანასტასია რაკოვამ განაცხადა, რომ დედაქალაქში ყოველდღიურად დაახლოებით ათასი ბავშვი ინფიცირდება. მისი თქმით, მანამდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 200-300 იყო.

როგორც მან აღნიშნა, ყოველდღიურად ამ ასაკობრივი ჯგუფის 20-დან 30-მდე პაციენტს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება.

26 ოქტომბერს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით თითქმის 60 ათასი ბავშვია ინფიცირებული, მათგან ნახევარში დაავადება მძიმე ფორმით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები