გიორგი ამილახვარი: სააკაშვილი გამორჩეული პატიმარი ვერ იქნება – შიმშილობა ადამიანის უფლებაა და სახელმწიფო იზრუნებს პატიმრის ჯანმრთელობაზე

”შიმშილობა არის ადამიანის უფლება და სახელმწიფო იზრუნებს პატიმრის ჯანმრთელობაზე, როგორც ამას კანონი ავალდებულებს, თუმცა, მიხეილ სააკაშვილი გამორჩეული პატიმარი ვერ იქნება”, – ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს ქვეყანაში შემოპარვით ქაოსის გამოწვევა სურდა, სამართალდამცავმ ორგანიებმა კი ეს გეგმა ჩაუშალეს.

„ქვეყანაში სააკაშვილის შემოპარვა შესაძლოა, გამხდარიყო ქაოსის საფუძველი, მას უნდოდა არეულობის მოწყობა და რევოლუციური სცენარის გამოწვევა. ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. სხვა ვერაფერი ვერ შეუწყობს ხელს იმას, რომ რაიმე არეულობა მოხდეს. თუ იქნება ამის მცდელობა, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა და კანონის ფარგლებში ადეკვატური რეაგირება მოხდება. როდესაც სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, პრაქტიკულად, მეორე დღიდანვე დაიწყო „ნაცმოძრაობის“ მხრიდან სპეკულაციები, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. საერთოდ, რამდენად შიმშილობს სააკაშვილი, მოდით, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, ვინაიდან სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. შიმშილობა არის ადამიანის უფლება და სახელმწიფო იზრუნებს პატიმრის ჯანმრთელობაზე, როგორც ამას კანონი ავალდებულებს, თუმცა ის გამორჩეული პატიმარი ვერ იქნება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები