ევროპაში გაზის ფასმა 800 დოლარამდე დაიკლო

ევროპაში, სექტემბრის შუა რიცხვებიდან პირველად, აირის ფასი 14%-ით შემცირდა და 800 დოლარი შეადგინა.

შესაბამის მონაცემს ICE Futures აქვეყნებს.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა.

ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, მისი ფასი დაახლოებით 515 დოლარი იყო ათას კუბურ მეტრზე, ხოლო სექტემბრის ბოლოს ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

ამავდროულად, 6 ოქტომბრიდან, როდესაც ფასმა მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს – 1937 დოლარს, გაზის ფასებმა კლება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები