ექიმი კომაროვსკი: ზელენსკიმ გამომიყენა

უკრაინის ცნობილი პედიატრი და ტელეწამყვანი, ევგენი კომაროვსკი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი სახელი პიარისთვის გამოიყენა.

ამის შესახებ მან უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ზელენსკი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და მან საკუთარი გუნდის წევრად კომაროვსკიც დაასახელა. მაშინ ზელენსკი ამბობდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ექიმი კომაროვსკი ქვეყნის სამედიცინო მიმართულებას გაუძღვებოდა. თუმცა, გაპრეზიდენტების შემდეგ, ევგენი კომაროვსკის თანამდებობა არ მიუღია.

კომაროვსკის თქმით, 2010 წელს, როდესაც მისი გადაცემა – “ექიმ კომაროვსკის სკოლა” გავიდა ეთერში და ის ცნობადი სახე გახდა, ბევრ პოლიტიკოსს უნდოდა მისი გვერდით დაყენება.

”ამავდროულად, ისინი არ მალავდნენ: ჩემგან მხოლოდ ის სჭირდებოდათ, რომ ჩუმად დავმდგარიყავი მათ გვერდით. მათ არ აინტერესებდათ ჩემი შეხედულებები, არამედ – მხოლოდ ჩემი ცნობადობა. ასე რომ, ვლადიმირ ალექსანდროვიჩი არ იყო პირველი და უკანასკნელი. იმედი მქონდა, რომ ადამიანი, ვისთანაც მე ვმეგობრობდი, გამონაკლისი იქნებოდა. მაგრამ ის არ გახდა გამონაკლისი. მან გამომიყენა ექსკლუზიურად პიარისთვის ამ სიტუაციაში”, – თქვა კომაროვსკიმ.

კითხვაზე, თუ როგორი ურთიერთობა აქვს ამჟამად პრეზიდენტთან, ექიმმა კომაროვსკიმ თქვა, რომ მას რეგულარულად ტელევიზორით ხედავს.

“არჩევის შემდეგ ის დეპუტატობას მთავაზობდა. სულ ეს იყო”, – დასძინა ექიმმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები