გია ვოლსკი: იფსოს-ის კვლევა და რეალობა ერთმანეთისგან განსხვავდება – ორგანიზაცია, რომელიც ამ კვლევას ატარებს, თაღლითობაშია მხილებული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, როდესაც კვლევა და რეალობა ერთმანეთისგან განსხვავდება, ნიშნავს, რომ კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია თაღლითობაშია მხილებული.
ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული, Ipsos-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.
“როდესაც კვლევა და რეალობა ერთმანეთისგან განსხვავდება, რასაკვირველია, ორგანიზაცია, რომელიც ამ კვლევას ატარებს, თაღლითობაშია მხილებული.
ეს არის მინიშნება იმაზე, რომ საზოგადოებას განსაკუთრებული ყურადღება მართებს, არ დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში დაპირისპირება არასწორი, თაღლითური ინფორმაციის საფუძველზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ, Ipsos-ის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ კი არასწორი მონაცემები გაავრცელა.