სომხეთში რუსი სამხედრო დაიღუპა

ერევან- ერასხ-მეგრის ტრასის ერთ-ერთ მონაკვეთზე, დაუდგენელი მიზეზით, რუსეთის სასაზღვრო ჯარის სამხედროების სატვირთო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადაიჩეხა.

ამის შესახებ ინფორმაციას shamshyan ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, საგზაო შემთხვევას ერთი სამხედრო ემსხვერპლა, ერთი დაშავდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები