ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ვაქცინის მორიგ პარტიას შემდეგ კვირას ელოდებიან
ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინების – “სპუტნიკის” და “სპუტნიკ ლაითის” მორიგ პარტის შემდეგ კვირას ელოდებიან.
ამის შესახებ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა, სოსლან ნონიევმა განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. რესპუბლიკა 2 ათას დოზას მიიღებს.
მაისის დასაწყისიდან დღემდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ვაქცინით ათასზე მეტი ადამიანი აიცრა.