უკრაინაში ნოემბრის დასაწყისში კორონავირუსისგან დღეში ათას გარდაცვლილს პროგნოზირებენ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის პროგნოზით, ქვეყანაში ნოემბრის დასაწყისში კორონავირუსისგან დღიური გარდაცვალების მაჩვენებელმა შესაძლოა, ათასს მიაღწიოს.

ამის შესახებ მან ტელეარხის – “1+1”-ის ეთერში თქვა.

“არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით, რაც დღეს გვაქვს, ნოემბრის დასაწყისში 1000 გარდაცვალება შეიძლება, გვქონდეს“, – განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, ამის შესაჩერებლად საჭიროა აცრა, “სხვა დაცვა არ არსებობს. ისინი კი, ვისაც არ სურს ვაქცინაცია, სახლში უნდა დარჩნენ და სხვებს არ შეუქმნან საფრთხე”.

ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ იმავე ეთერში თქვა, რომ “წითელი ზონის” ხუთ ოლქში ინფიცირების პიკი ჩავლლია. მისი თმით, ამ რეგიონებში ვითრების დასტაბილურება უკვე დიდ ციფრებში ისახება.

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დამყარდა, 26 870 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. წინა დღით 26 071 დადებითი შემთხვევა იყო.

ასევე, ვირუსს 648 პაციენტი ემსხვერპლა (წინა დღით – 576).

დაავადებულთა შორის 1824 ბავშვია და 491 მედიკოსი. ასევე, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი – 5463 პირი, წინა დღით 5366 იყო.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 2 878 674 შემთხვევა დადასტურდა; 66 852 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები