30 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმის მიცემას ახალი დიზაინის კაბინაში შეძლებს

30 ოქტომბერს ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის, ხმის მიცემის კაბინები დახვდებათ.

განახლებული ფორმის კაბინებში კვლავ დაცული იქნება ხმის ფარულობა.

კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.

კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა.

ცესკო მოსახლეობას შეახსნებს, რომ საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა და კენჭისყრის შენობიდან მისი გატანა დაუშვებელია

არჩევნების პირველ ტურზე ხმის მიცემის კაბინების დიზაინი მხოლოდ თბილისის მასშტაბით არსებულ 800-მდე საარჩევნო უბანზე იყო შეცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები