კარლ ჰარცელი: მოხარული ვარ, რომ დღეს მივიღე ევროპარლამენტიდან ახალი დელეგაცია, რომელიც არჩევნების პროცესს დააკვირდება
“მოხარული ვარ, რომ დღეს მივიღე ევროპარლამენტიდან ახალი დელეგაცია, რომელიც არჩევნების პროცესს დააკვირდება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 30 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
ელჩის თქმით, დელეგაცია ოდირ-თან ერთად არჩევნების საერთო შეფასებაში მიიღებს მონაწილეობას.
„არჩევნებამდე ორი დღით ადრე არ გავაკეთებ რამე შეფასებას, თუმცა, გეტყვით, რომ ამ დილით მე ძალიან მოხარული ვიყავი, მიმეღო ახალი დელეგაცია ევროპარლამენტიდან ლატვიელი ევროპარლამენტარის, ქალბატონ ვაიდერეს ხელმძღვანელობით. დღეს და ხვალ ისინი გამართავენ შეხვედრებს, დააკვირდებიან არჩევნების პროცესს არჩევნების დღეს, რის შემდეგაც კვირას მონაწილეობას მიიღებენ საერთო შეფასებაში ოდირთან ერთად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.