ირაკლი ღარიბაშვილი: დაახლოებით, 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა

“მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაახლოებით, 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინდელ აქციაზე.

„დაახლოებით, 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ. თქვენ რაც  უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა. ასე რომ, მოგიწევთ ყველას,  დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები