ლევან იოსელიანი: შეჯიბრი, თბილისში ვინ მეტ ხალხს ჩამოიყვანს, უნდა დასრულდეს
“შეჯიბრი, თბილისში ვინ მეტ ხალხს ჩამოიყვანს, უნდა დასრულდეს. ეს არ არის პოლიტიკა”, – ამის შესახებ მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის აქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში უნდა იმუშაონ.
„ეს შეჯიბრი, თბილისში ვინ მეტ ხალხს ჩამოიყვანს, უნდა დასრულდეს. ეს არ არის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ რეალურად ამ ქვეყანას წინ წაიყვანს და ევროპული მიმართულებით ნაბიჯებს გადაადგმევინებს. რას ვუყურებთ მთელი ეს პერიოდი? შეჯიბრი არის, ვინ მეტ ადამიანს ჩამოიყვანს თბილისში. თუ გვინდა, რომ რეალურად რაღაცას მივაღწიოთ, აი აქ, ამ შენობაში უნდა ინებოს ყველამ შემოვიდეს და იმუშაოს რეალურად იმ საკითხებზე, რაც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იოსელიანმა.