„ციფრული მკვიდრები“ – თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნება

28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „თიბისი კონცეპტის“ სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, უმასპინძლებს გამოფენას – „ციფრული მკვიდრები“, რომელიც თანამედროვე ხელოვანების საერთაშორისო ჯგუფს აერთიანებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, რესტროსპექტული გამოფენა შეისწავლის ციფრული ტექნოლოგიების და ინტერნეტის გავლენას ნამუშევრის შექმნაზე, გავრცელებასა და აღქმაზე. ხელოვანები, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სოციალური მედიის, იმერსიული თამაშების, აუგმენტური რეალობის და ხელოვნური ინტელექტის მზარდ განვითარებას აკვირდებიან. ისინი ახალი ტექნოლოგიებით სამყაროს შემეცნების გამოცდილებაზე რეაგირებენ.

გამოფენის სათაური მომდინარეობს პოეტის და ინტერნეტაქტივისტის, ჯონ პერი ბარლოუს მეტაფორიდან, რომელსაც ის თავის ესსეში ,“კიბერსივრცის დამოუკიდებლობის დეკლარაცია”, ახსენებს. მოგვიანებით ეს ტერმინი მწერალმა მარკ პრენსკიმ დააკანონა. ციფრული მკვიდრი მოიაზრებს ადამიანს, რომელიც ინფორმაციის ხანაში დაიბადა და ინტერნეტთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან თანაცხოვრება ადრეული ასაკიდან უწევდა. ამ ცნების საპირისპირო ტერმინია ციფრული ემიგრანტები — თაობა, რომელსაც მოუწია ინფორმაციის ხანით გამოწვეულ სწრაფ ცვლილებებთან ადაპტირება.

გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები:
ჯონ რაფმანი (კანადა);  ბოგოსი სეხუხუნი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა);  ანა კე (საქართველო) და ფლორიან მაისენბერგი (გერმანია);  ნიკოლოზ კაპანაძე (საქართველო); Total Refusal Collective (ავსტრია);  ნიმა ბარეჰმანდი (ირანი);  რამინ როშანდელი (ირანი);  თამარ გურგენიძე (საქართველო);  თამო ჯუღელი (საქართველო);  ქეუ მეფარიშვილი (საქართველო);  თეზი გაბუნია (საქართველო).

გამოფენის კურატორია: ნინა კინწურაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები