კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულები ვართ
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულები ვართ”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს.
მისივე თქმით, როცა საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, გამოცდილი მედიკოსების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულები ვართ. როდესაც საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, გამოცდილი მედიკოსების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ მის ჯანმრთელობას მონიტორინგს გამოცდილი ექიმების ჯგუფი უწევს”, – ამბობს კელი დეგნანი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 27-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.