შალვა პაპუაშვილი: დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ხალხს უნდა – არჩევანი, რომელიც 2 ოქტომბერს გაკეთდა, ბოლომდე მიიყვანოს

“დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ხალხს უნდა – არჩევანი, რომელიც 2 ოქტომბერს გაკეთდა, ბოლომდე მიიყვანოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ აქციის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხალხმა ერთმანეთი შეაგულიანა.

„დღეს, საზოგადოებამ ჩვენ უფრო ბევრი რამ გვითხრა, გვამხნევებდნენ და გვაგულიანებდნენ. ეს აქცია მნიშვნელოვანი იმითაც, რომ ხალხმა ერთმანეთი კიდევ შეაგულიანა. ყველა უნდა მოვემზადოთ 30 ოქტომბრისთვის, რომ გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ხალხს უნდა, არჩევანი, რომელიც 2 ოქტომბერს გაკეთდა, ბოლომდე მიიყვანოს. მიჭირს, გავიხსენო, ბოლო პერიოდში როდის იყო ამხელ მასშტაბის შეკრება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები