„ევროპელი სოციალისტები“: მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტია სარგებლობს დიდი უპირატესობით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურის წინ
პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას 30 ოქტომბრის მეორე ტურის არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ ხელისუფლების მხრიდან და აცხადებს, რომ მმართველი პარტია დიდი უპირატესობით სარგებლობს.
„მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტია სარგებლობს დიდი უპირატესობით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურის წინ. იმ გამოკითხვისა და ანალიზის შედეგად, რომელიც ჩვენმა პარტიამ ჩაატარა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყველა ქალაქის მერობის მეორე ტურის არჩევნებში და, ასევე, უმეტეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებში“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პოლიტიკური პარტია აპირებს, ბოლომდე და უკომპრომისოდ იბრძოლოს იმ რაიონში, სადაც მეორე ტურის არჩევნებზე გავიდა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი და, მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, პარტია დაუბრუნდება კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმს როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, მის გარეთ.