ე.წ. სამხრეთ ოსეთში კიდევ ერთი კოვიდგანყოფილება გახსნეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მატების ფონზე, ბავშვთა საავადმყოფოში დამატებითი “წითელი ზონა” გახსნეს, სადაც კოვიდპაციენტებს მიიღებენ.

ამის შესახებ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა, სოსლან ნონიევმა განაცხადა.

ამჟამად, სამედიცინო ცენტრის “წითელ ზონაში” ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 202 ადამიანია მოთავსებული, რეანიმაციულ განყოფილებაში კი – 7.

რაც შეეხება კოვიდ სტატისტიკას, ბოლო ერთ დღეში ე.წ. რესპუბლიკაში 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ 100 ინფიცირებული იყო). პანდემიის დაწყებიდან კი 8454 დადასტურებული შემთხვევაა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 2 ადამიანი შეეწირა, ჯამურად, 139 ლეტალური შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები