ირაკლი ქარსელაძე: მთელი საქართველო აქ არის; საქართველო, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავითარებს

“მთელი საქართველო აქ არის. საქართველო, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავითარებს იმ გზით, რაც უკავშირდება ადამიანს, მის უფლებებსა და მის საჭიროებებს – ეს არის ის ფუნდამენტური ფასეულობები, რომელზეც ყველაფერი დგას, მათ შორის, განვითარება და ინფრასტრუქტურა”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქციის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, 8 წლის განმავლობაში საგზაო მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.

„10 000-ზე მეტი კილომეტრი გზა დაიგო, რეალურად, იმ ადგილებშიც, სადაც მანამდე გზა არ იყო. ნახევარი მაგისტრალი უკვე აშენებულია. პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს მოვახერხეთ და 70 კილომეტრი ავტომაგისტრალი ექსპლუატაციაში შევიდა, რის შედეგედაც თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 5-ის ნაცვლად, 4 საათშია შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ მცირე მაგალითი იმ შედეგებისა, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა ქარსელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები