რატი ბრეგაძე: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფინალური „თამაში“ ანგარიშით 41:0 დასრულდება
„არჩევნები – ესაა ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც კი აქვს კაცობრიობას, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საარჩევნო პროცესში“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქციის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მარათონში “ქართული ოცნებაა“ გამარჯვებული.
„მიმდინარეობს თამაშის ბოლო წუთები, ფაქტობრივად, დამატებითი დრო. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა, რომელიც ბოლო წუთებში კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ“, – განაცხადა ბრეგაძემ.