JP: ისრაელმა რუსული ვაქცინა აღიარა – რუსი ტურისტები ქვეყანაში ნოემბრიდან შევლენ

რუს ტურისტებს, რომლებიც Sputnik V-ით არიან აცრილი, ნოემბრიდან ისრაელში შესვლა შეეძლებათ.

ამის შესახებ The Jerusalem Post-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერის, ნაფტალი ბენეტისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრიდან რამდენიმე დღეში გაკეთდა.

მანამდე კი, ბენეტის კანცელარიაში აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში მხოლოდ იმ ტურისტებს მიიღებდნენ, რომლებიც აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებლების, ასევე, ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინებით იქნებიან აცრილნი.

გადაწყვეტილება გვიან ღამით, ბენეტისა და ისრაელის ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნების შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.

რუსეთი საკუთარი ვაქცინის ისრაელში დამტკიცებისთვის გასული წლის შემოდგომიდან იბრძვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები