28 ოქტომბერს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის ონლაინ კონცერტი გაიმართება
28 ოქტომბერს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის ონლაინ კონცერტი გაიმართება, -ამის შესახებ “კვირას” მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ორკესტრის დირიჟორი კახი სოლომნიშვილი, ხოლო სოლისტი- პიანისტი თამარ ჯინჭარაძე იქნებიან.
“28 ოქტომბერს, 20.00 საათზე, ეროვნული სასახლეში კლასიკურ მუსიკას მონატრებული მსმენელებისათვის გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, სარკეებიანი დარბაზიდან ონლაინ კონცერტს გამართავს.
ორკესტრს უდირიჟორებს დირიჟორი: კახი სოლომნიშვილი,
სოლისტი- პიანისტი თამარ ჯინჭარაძე”, – აღნიშნავენ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში.