“ძალიან სერიოზული მუხტი იგრძნობა, როცა ჩვენს წარმომადგენლებს ვუკავშირდებით რეგიონებში – ხვალ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და ისინი კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“- ში ხვალინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, განვითარებასა და ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს.
“ძალიან სერიოზული მუხტი იგრძნობა, როცა ჩვენს წარმომადგენლებს ვუკავშირდებით რეგიონებში – ხვალ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და ისინი კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და განვითარებასა და ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს.
არ უნდა მოხდეს არცერთი შემთხვევა, როდესაც სიმართლეზე ტყუილი გაიმარჯვებს. სიმართლე გაიმარჯვებს ყოველთვის, რადგან შეუძლებელია ფეიკებით ვინმემ აჯობოს ქართულ საზოგადოებასა და ქვეყანას. ამას იტყვიან ხვალ ჩვენი თანამოქალაქეები. მეორე მხარეს მყოფი ადამიანები, რომლებიც ამ ფეიკის ავტორები არიან, სრულ პანიკაში არიან: წარმოუდგენელი ამბები ხდება, დისკრედიტაციის მცდელობა, საოცარი ფეიკები. თურმე 50 ლარს ვარიგებთ თითოეული მონაწილისთვის. მე მივმართავ თუნდაც ერთ ადამიანს, რომელსაც თეორიულად მაინც დავუშვათ, რომ ვინმე ამას შესთავაზებს: არცერთი მათგანი, ვისაც ამას აკადრებენ, არ მოვიდეს აქციაზე. თუ ვინმემ გაკადრათ, რომ ფულის სანაცვლოდ წამოდით აქციაზეო, არცერთი ადამიანი არ მოვიდეს აქციაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.