ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 306 ტესტი გაკეთდა.

ამჟამად, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 2237 პირი იმყოფება.

ცხინვალში, რესპუბლიკურ მრავალპროფილურ ცენტრში 195 პაციენტი მკურნალობს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ე.წ. რესპუბლიკაში ინფიცირების 8 387 შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს სულ 137 ადამიანი შეეწირა.

1-ელ დეკემბრამდე ე.წ.სამხრეთ ოსეთში აკრძალულია ქორწილების და სხვა მასობრივი ღონისძიებების გამართვა. დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარების რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები