ეკატერინე ტიკარაძე: რეგულირების სააგენტო შეამოწმებს სამკურნალო დაწესებულების მზაობას არა მხოლოდ პაციენტ სააკაშვილის, არამედ – სხვა პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგულირების სააგენტო შეამოწმებს, რამდენად აკმაყოფილებს პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება იმ პირობებს, რომელიც პატიმრების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის არის საჭირო.

მისივე თქმით, ციხის საავადმყოფო სააკაშვილისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს.

“რეგულირების სააგენტომ მიიღო დავალება, რის შედეგადაც ის დღეს შევა პენიტენციურ საავადმყოფოში და შეამოწმებს მის მზაობას არა მხოლოდ პაციენტ სააკაშვილის, არამედ  – სხვა პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე. მას არ აქვს არანაირი საჭიროება იმის, რომ გადაყვანილი იყოს სხვა კლინიკაში. არანაირად არ ხდება იძულებითი წესით, პაციენტის განთავსება პენიტენციურ საავადმყოფოში. ეს საავადმყოფო, მისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები