“კირკიტაძემ დამარტყა წვივში ფეხი” (ვიდეო)

რუსთავში, დავით კირკიტაძის შტაბის წინ მომხდარ ინცინდენტში მონაწილე აქტივისტის, ვასილ ბალახაძის მტკიცებით, შტაბთან დაპირისპირება კირკიტაძის მხრიდან მასზე ფიზიკურ ძალადობას მოჰყვა.

როგორც ბალახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა წვივის არეში ფეხი ჩაარტყა.

“გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი და შემეხსენებინა ქართველი მოისახლეობისთვის, რუსთაველებისთვის, რას სჩადიოდა ეს რეჟიმი, მიხეილ სააკაშვილი და მისი შემქმნელი ბანდა.

არაფერი პროვოკცია ჩვენ დაგეგმილი არ გვქონდა და არც ჩხუბი გვინდოდა.

რომ მივედით, ბატონმა დავითმა 4 კაცი რომ დაგვინახა და  სიმართლის მთემქლები ვიყავით, ჩაიკეტა ოფისში, გვემალებოდა, არ უნდოდა გამოსვლა. რომ მიხვდა, არ დავნებდებოდი და არ წავიდოდი, გამოვიდა, მოიყვანა თავისი ზონდერები და გადავიდნენ უკვე აგრესიულ ქმედებაზე.

ლაპარაკის დროს, როცა თავის დანაშაულებრივ ქმედებებს ვახსენებდი, გამოვიდა მდგომარეობიდან და არის კადრები, ჯერ დამარტყა წვივში ფეხი და რომ ვუთხარი ვის დაარტყი-თქო, იმის ზონდერები გადმოვიდნენ ჩემი მეგობრების ცემაზე. არის ამ ყველაფრის ფაქტები და ახლა ესენი მოითხოვენ ჩემს დაკავებას?

მთავრობას მინდა მოვუწოდო, ცოტა აზრზე მოდით, დროზე დასაჯეთ ეს კანონდამრღვევები და აღადგინეთ სამართლიანობა”, – განაცხადა ვასილ ბალახაძემ.

ბალახაძე ასევე აცხადებს, რომ ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არაა.

ბრალდებებს ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით უარყოფს დავით კირკიტაძე. მისი თქმით, ვასილ ბალახაძე თანმხლებ პირებთან ერთად ენმ-ს ოფისს თავს დაესხა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, შარტავას გამზირზე არსებულ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ინცინდენტი მოხდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

წყარო: inforustavi

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები