იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაესაუბრება

2021 წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას გაესაუბრება.

“იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვარამიას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით 25 ოქტომბერს გაესაუბრება.

ნიკა გვარამიას ცნობით,  N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის  უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია  არ არსებობს და მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები