უსაფრთხოების რეკომენდაცია – რა არის „Quid pro quo”

ინტერნეტ სერფინგის დროს შეიძლება შეგვხვდეს მრავალი საფრთხე, რომელმაც ამა თუ იმ გზით შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს უსაფრთხოებას. ჰაკერები იყენებენ თავდასხმის მრავალ ტექნიკას თავიანთი მიზნების მისაღწევად. მაგალითად, პაროლების მოპარვის თავდასხმებს, მონაცემთა შეგროვების სტრატეგიებს ან ჩვენი კომპიუტერების ინფიცირებას. ჩვენ ამჯერად ვისაუბრებთ სოციალური ინჟინერიის ერთერთ განხრაზე Quid pro quo-ზე, რომელიც საკმაოდ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს დღევანდელი ინტერნეტ მოხმარებლებისთვის და მოგცემთ რჩევებსა და რეკომენდაციებს თუ როგორ დაიცვათ თავი ამ და მსგავსი მავნე პროგრამებისგან.

Quid pro quo

სოციალური ინჟინერიის ერთ-ერთი განხრაა Quid pro quo. ამ დროს მომხმარებელს სთავაზობენ ტექნიკურ დახმარებას. ისინი შემთხვევითობის პრინციპით ურეკავენ რომელიმე კომპანიის თანამშრომელს და ეუბნებიან, რომ გარკვეული პრობლემის გამო უკავშირდებიან და ცდილობენ მსხვერპლის მანიპულირების გზით საწადელ მიზანს მიაღწიონ. Quid pro quo მიზანია მოიპოვოს სამიზნე სუბიექტის ნდობა, რისთვისაც ის თავდაპირველ ეტაპზე ცდილობს მისი პრობლემის გადაჭრას, მაგალითად თავდამსხმელი ცდილობს მოაგვაროს მსხვერპლის რომელიმე პრობლემა. ასევე შეიძლება იყოს რაიმე მატერიალური შეთავაზება რომელიც გულისხმობს საჩუქარს ინფორმაციის სანაცვლოდ.

გთავაზობთ კიბერთაღლითობის რამდენიმე მანიშნებელს, რომლებზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

  • დაუყოვნებელი მოქმედების მოთხოვნა, რათა დაფიქრებისა და გადამოწმებისთვის დრო არ გქონდეთ.
  • შეტყობინებაში ხომ არ ითხოვენ პაროლს ან სხვა ისეთ პერსონალური ინფორმაციას, რომელთანაც უცხო პირს არ უნდა ჰქონდეს დაშვება?
  • ზედმეტად სასურველად ხომ არ ჟღერს მიღებული შეტყობინება. დავუშვათ, როგორ მოიგებდით ლატარიას, რომელშიც მონაწილეობა არც კი მიგიღიათ?
  • შეტყობინება მიიღეთ ნაცნობისგან, მაგრამ ლექსიკა უჩვეულოა, მისას არ ჰგავს. იქნებ ნაცნობის ინტერნეტ-ანგარიში კომპრომეტირებულია, ბოროტმოქმედის ხელშია და თქვენი შეცდომაში შეყვანას ცდილობს?
  • მიღებული შეტყობინების წაკითხვის შედეგად ემოციები მოგეძალათ? ეცადეთ დამშვიდდეთ და კარგად დაფიქრდით, სანამ უპასუხებთ.

მომზადებულია კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ „Enisa”-ს მასალებზე დაყრდნობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები