ზურაბ ქადაგიძე – ნიკა გვარამიას: ეს რეგვენი იმ ოცნებაზე წერს, მათივე დაწესებულ რეფერენდუმზე, მუხლზე რომ გადაიმტვრია მთელი ოპოზიცია

,,ჰოდა, აი, ამ თავხედობას და ტყუილებს არ გპატიობთ ხალხი!’’ – ასე მიმართავს ანალიტიკოსი ნიკა გვარამიას, რომელიც თავის facebook სტატუსში აზიარებს ტელეკომპანია POSTV-ის მიერ დღეს ბათუმში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ორგანიზებულ აქციის ფოტომასალას, სადაც მანიფესტანტების მცირე რაოდენობა ჩანს.

,,აი, რატომ ეზიზღება ნაცმოძრაობა ხალხს. ეს რეგვენი წერს ოცნებას ამომრჩეველი კანტი კუნტად შერჩაო. იმ ოცნებაზე წერს, აი, მათივე დაწესებულ რეფერენდუმზე რომ მუხლზე გადაიმტვრია მთელი ოპოზიცია, 64 დან 44 ოლქი რომ მოიგო და დანარჩენ 20 ოლქში, რომ ყველა ოცნების კანდიდატია.
ჰოდა, აი ამ თავხედობას და ტყუილებს არ გპატიობთ ხალხი!’’ – წერს ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები