ყალბი ფაქტების შექმნის მცდელობა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ

“ქართული ოცნების” თელავის საარჩევნო შტაბის უფროსმა, პლატონ კალმახელიძემ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ მოსახლეს, მათივე საცხოვრებელ სახლებთან დახვდათ ფოტოსურათებიანი საარჩევნო სტანდარტული  სიები. აღნიშნულის შესახებ მოსახლეობამ თავად აცნობა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს.
„ნაციონალური მოძრაობა აგებს მეორე ტურს და ეს მან ზუსტად იცის. ამიტომ, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, შექმნას ყალბი ფაქტები, თითქოსდა, გაყალბებული არჩევნების შესახებ. და ამით არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინოს. სწორედ ამას ემსახურებოდა სტანდარტული საარჩევნო სიების დაყრა საცხოვრებელ სახლებთან, რაც შინაარსობრივად ვერანაირ კავშირში ვერ იქნება არჩევნების გაყალბებასთან, რის წარმოჩენასაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს. ეს კარგად იცის საარჩევნო პროცებსში ჩართულმა ყველა ადამიანმა”, – აღნიშნავს კალმახელიძე.
პლატონ კალმახელიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში არჩევნები მიმდინარეობს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში, ასეთი იყო 2021 წლის არჩევნების პირველი ტურიც საქართველოში და მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტში, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ, ხოლო პროვოკაციები, რომელსაც ეწევა ნაციონალური მოძროაბა მუდმივად მთავრდება მარცხით:
“სწორედ ასეთ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, ჩატარდება მეორე ტურიც. “ნაციონალური მოძრაობა “უნდა შეეგუოს დამარცხებას და ვერანაირი პროვოკაცია ვერ მიაყენებს ჩრდილს ქართული ოცნების კანდიდატის ლევან ანდრიაშვილის გამარჯვებას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები