საქართველოში, გასულ 24 საათში, კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 699 პირი ემსხვერპლა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 467 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 688 804-ს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები