თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ, რძის პროდუქტით სავსე სატვირთოს მისაბმელში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრებს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ჩანს, რომ სააკაშვილი არ ენდობოდა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში ეხმარებოდნენ.
„აშკარად ჩანს, რომ არ ენდობოდა იმ ადამიანებს, ვისაც გადმოჰყავდა უკანონოდ და უბრალოდ, გზაში იგონებდა რაღაცებს და წერდა, რათა შემდეგ დაედო ვიდეოები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ვიღაცამ გაიტაცა, რომელიღაცა ქვეყნის სპეცსამსახურმა და ასე შემდეგ. სასაცილოა ეს ყველაფერი ნამდვილად.
წარმოიდგინეთ, მიხეილ სააკაშვილისთვის იმ კანონებით რომ მიესაჯათ სასჯელი, რა კანონებიც თავად ჰქონდათ, მას 30-წლიანი პატიმრობა მოუწევდა,“ – განაცხადა კალაძემ.