“ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გახდება ჩინეთის პრეზიდენტი, მაგრამ მელია მოიგებს არჩევნებს” – მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ნიკანორ მელია და კოალიცია მეორე ტურში გაიმარჯვებენ.

”ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გახდება ჩინეთის პრეზიდენტი, მაგრამ ნიკა მელია და კოალიცია ნამდვილად მოიგებს ამ არჩევნებს. იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნების” საკრებულო არ დაუჭერს კაბინეტის დამტკიცებას მხარს, ჩვენ 90 დღეში ვაჩვენებთ თბილისს, თუ რამხელა სიკეთე მოაქვს კოალიციას და როგორ პროგრესს, ნახავს ქალაქი”, – თქვა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები