თენგიზ ცერცვაძე – ვაქცინაციაზე: კატასტროფული მდგომარეობაა საქართველოში, ეს არ არის საკმარისი – შევქმნათ იმუნური ფენა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის კუთხით საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. მისივე თქმით, ამ მაჩვენებლით იმუნური ფენა ვერ შეიქმნება, რაც პანდემიის დაძლევის ერთადერთი გზაა.
„ვაქცინაცია რჩება პანდემიის დაძლევის ერთადერთ რეალურ გზად. ახლა საქართველოში ძალიან ცუდი, კატასტროფული მდგომარეობაა. აცრილია სულ 20 პროცენტი, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შევქმნათ იმუნური ფენა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.