გუტერეში ბოლო 40 წლის განმავლობაში ბირთვული საფრთხის ყველაზე მაღალ დონეზე საუბრობს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მსოფლიოში გამალებულ შეიარაღებისა და ბოლო 40 წლის განმავლობაში ბირთვული საფრთხის ყველაზე მაღალ დონეზე ისაუბრა.

ამის შესახებ მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვა.

„ჩვენ ვაწყდებით კრიზისების უდიდეს ზვავს თაობისთვის – მსოფლიო მზარდი სისწრაფით უკან მიდის. ჩვენ კვლავ ვხედავთ სამხედრო გადატრიალებებს, დაიწყო ახალი შეიარაღების რბოლა, ბირთვულმა საფრთხემ კი მიაღწია უმაღლეს წერტილს, ბოლო 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა გუტერეშმა.

მისი თქმით, გასულ წელს სამხედრო ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მეტად გაიზარდა 2009 წლიდან და ახლა დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარია წელიწადში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები