ჯანმო: კორონავირუსს 100 ათასზე მეტი მედიკოსი ემსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისამდე კოვიდ19-ს მსოფლიოში 115 ათასი მედიკოსი შეეწირა.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე თქვა.

გებრეისუსის განმარტებით, ჯანმო-მ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთობლივი მოხსენება გამოაქვეყნეს, რომელშიც, მათ შორის, არის მოწოდება მედიკოსების დაცვის გაძლიერების შესახებ.

“ჯანმო-ს ახალი სამუშაო დოკუმენტის თანახმად, 115 ათასი ჯანდაცვის მუშაკი შეიძლება, დაღუპელი იყოს COVID-19-ისგან, 2020 წლის იანვრიდან – 2021 წლის მაისის ჩათვლით. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაცია პრიორიტეტულად მოხდეს”, – თქვა გებრეისუსმა.

მისივე თქმით, 119 ქვეყნის მონაცემები აჩვენებს, რომ საშუალოდ მსოფლიოში ხუთი ჯანდაცვის მუშაკიდან ორი სრულად არის აცრილი.

”მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ საშუალო მაჩვენებლის მიღმა უზარმაზარი განსხვავებებია რეგიონებსა და ეკონომიკურ ჯგუფებს შორის,” – თქვა მან.

ჯანმო-ს ხელმძღვანელის თქმით, აფრიკაში ექიმების ვაქცინაციის დონე უკიდურესად დაბალია, ხოლო მაღალშემოსავლიანი ქვეყნების უმრავლესობაში, ჯანდაცვის მუშაკების 80% -ზე მეტი სრულად არის აცრილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები