ქაბულის ცენტრში ჟურნალისტებს გაუსწორდნენ
ქაბულის ცენტრში ჟურნალისტები სცემეს.
ისინი ავღანელი ქალების პროტესტს აშუქებდნენ.
ამის შესახებ Le Figaro წერს.
დღეს ქაბულის ცენტრში 20-მდე ქალი განათლებაზე საკუთარ უფლებას იცავდა და “თალიბანს” უნივერსიტეტებისა და სკოლების გახსნიკენ, ასევე ქალებისთვის მუშაობის უფლების მიცემისკენ მოუწოდებდა.
1,5 საათის განმავლობაში ქალები სკანდირებდნენ: “უმუშევრობა, სიღარიბე, შიმშილი” და “ჩვენ სწავლა გვინდა”.
“თალიბანის” წარმომადგენლები აქციაში არ ერეოდნენ, თუმცა, სცემეს და გააძევეს ადგილიდან ჟურნალისტები.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზახრა მოჰამადიმ თქვა, “ასეთია ვითარება, “თალიბები” პატივს არც ჟურნალისტებს, არც ადგილობრივებს და არც ქალებს სცემენ”.
მან ასევე მიმართა ავღანელ ქალებს, ნუ შეუშინდებიან ,,თალიბებს,, და, მიუხედავად ყველაფრისა, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა გააგრძელონ.