თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაური იყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე მედიის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული 27 პირის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავენ.
სასამართლოს ეზოში დაკავებულების ახლობლები იმყოფებიან.
ისინი ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც ადგილზე პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.