ბელგიაში პანდემიის მეოთხე ტალღას ებრძვიან

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, ფრანკ ვანდენბრუკის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო.

ამის შესახებ Politico წერს.

“არც ისე კარგი რიცხვებია. მეოთხე ტალღაში ვიმყოფებით. მოსალოდნელიც იყოს, თუმცა, უახლოეს დღეებში რიცხვების მატებას დავინახავთ. სამწუხაროდ, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც გაიზრდება. მეოთხე ტალღასთან ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ”, – თქვა მინისტრმა.

ვანდენბრუკი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს კოვიდსაშვების გამოყენების გაფართოებას, საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარების რეჟიმის დაბრუნებას, ასევე, ყველა რეგიონში მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას.

მისივე თქმით, მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი მთავრობის დღის წესრიგში ჯერ კიდევ დგას, კანონპროექტი კენჭისყრაზე შობამდე უნდა იყოს გატანილი.

ბოლო 7 დღის განმავლობაში ბელგიაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 53%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მაჩვენებელი შედარებით დაბალია მაშინ, როდესაც ბელგიაში მოსახლეობის 86% მთლიანად არის აცრილი, ბრიუსელში მხოლოდ 67%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები