ნატო რუსეთის მხრიდან პოტენციური თავდასხმისგან დასაცავად ახალ სტრატეგიას შეიმუშავებს

ნატო-ს თავდაცვის მინისტრები, რუსეთის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური თავდასხმისგან დაცვის მიზნით, ახალი გენერალური გეგმის დამტკიცებას აპირებენ.

ამის შესახებ Reuters -ი დიპლომატებსა და სხვა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

ნატო-ს მინისტერიალი 21-22 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართება.

აღნიშნული კონფიდენციალური სტრატეგია სცილდება არსებული რეგიონული თავდაცვის გეგმებს და მიზნად ისახავს ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში ერთდროული თავდასხმისთვის მომზადებას, შესაძლოა, ბირთვული იარაღის ჩათვლით, კომპიუტერულ ქსელებში შეღწევისა და სხვა.

როგორც გამოცემა წერს,  ოფიციალური პირები და დიპლომატები ამბობენ, რომ ასეთი თავდასხმა გარდაუვალი არ არის. რუსეთი უარყოფს ყოველგვარ სამხედრო განზრახვას და აცხადებს, რომ სწორედ ნატო უქმნის საფრთხე ევროპის დესტაბილიზაციას, მსგავსი მზადებებით.

მაგრამ, ამერიკელი ოფიციალური პირები, ნატო-ს დიპლომატები და ყოფილი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ “ევროატლანტიკურ რეგიონში შეკავებისა და თავდაცვის კონცეფცია” – და მისი განხორციელების სტრატეგიული გეგმა აუცილებელია, რადგანაც რუსეთი ამუშავებს მოწინავე შეიარაღების სისტემებს და აგზავნის ჯარებსა და აღჭურვილობას ალიანსის მოკავშირე ქვეყნების საზღვრებთან.

ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი იმედოვნებს, რომ სტრატეგიული გეგმა გამოიწვევს ნატო-ს კოლექტიურ თავდაცვის უფრო დიდ თანმიმდევრულობას, რაც ნიშნავს მეტ რესურსს შავი ზღვის რეგიონისთვის.

”ჩემთვის ეს უფრო სავარაუდო, ცხელი ადგილია, ვიდრე ბალტიისპირეთი”, – თქვა ჰოჯესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები