Reuters: ევროპის მარეგულირებელი “სპუტნიკ V”-თან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წელს არ მიიღებს

ევროპის წამლების მარეგულირებელი რუსული ვაქცინის – “სპუტნიკ V”-ის გამოყენების საკითხს, სულ მცირე, 2022 წლის პირველ კვარტლამდე არ განიხილავს.

ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

“წლის ბოლომდე გადაწყვეტილების მიღება საერთოდ შეუძლებელია. თუ მარეგულირებელს საჭირო მონაცემები ნოემბრის ბოლომდე ექნება, გადაწყვეტილება 2022 წლის პირველ კვარტალში შეიძლება, იყოს მიღებული”, – ამბობს წყარო.

მანამდე, მარეგულირებელში განაცხადეს, რომ რუსული პრეპარატი მუდმივი შემოწმების რეჟიმში იქამდე იქნება, სანამ ნებართვის მისაღებად საჭირო მონაცემი არ მიიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები