ჯანმო იმ ქვეყნებს ასახელებს, რომელთა გამო პანდემია 2022 წელსაც გაგრძელდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მრჩეველი, ბრიუს აილვარდი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წელსაც გაგრძელდება.

ამის შესახებ BBC წერს.

აილვარდმა აღნიშნული ახსნა იმით, რომ ღარიბი ქვეყნები ვაქცინების საკმარის რაოდენობას ვერ იღებენ, მდიდარი ქვეყნები კი ღარიბი რეგიონებისთვის პრეპარატების მიწოდების ვალდებულებას სათანადოდ ვერ ასრულებენ.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოსახლეობის დაახლოებით 40% ან მეტი ვაქცინირებულია, აფრიკაში მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია იმუნიზირებული.

“დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ვითარებას. დაჩქარება გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იცით, რა მოხდება? ეს პანდემია გაგრძელდება ერთ წელზე მეტხანს, ვიდრე უნდა იყოს”, – თქვა ჯანმო -ს წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები