“დელტა” შტამის ახალი ვარიანტი რუსეთშიც გამოავლინეს

COVID-19-ის “დელტა” შტამის ახალი სახეობა – AY.4.2 რუსეთშიც გამაოვლინეს.

ამის შესახებ “როსპოტრებნადზორის” დაავადებათა დიაგნოსტიკის ახალი მეთოდის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა, კამილ ხაფიზოვმა თქვა.

მისი აზრით, ”ზოგიერთ წრეში ახალ გენოვარიანტს “დელტა პლუსს” უწოდებენ, მაგრამ იგივე სახელწოდება ადრე სხვა ვარიანტს მიეკუთვნებოდა და, შესაბამისად, ახლა გარკვეული დაბნეულობაა.”

მეცნიერის თქმით, რამდენად მეტად ინფექციურია AY.4.2, ჯერჯერობით, რთულია თქმა, თუმცა, ამ ვარიანტის როგორც რუსეთში, ისე მსოფლიოში ფართოდ გავრცელების ალბათობა მაღალია.

“როსპოტრებნადზორის” წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ “დელტას” ახალი ვერსია დაავადების ზრდის ახალ ტალღას გამოიწვევს.

“დელტა” შტამის ახალი სახეობა  – AY.4.2 პირველად ბრიტანეთში გამოვლინდა, სადაც მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ვარიანტი შესაძლოა, 10-15%-ით მეტად ინფექციური აღმოჩნდეს. ბრიტანელი მეცნიერები ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ამჟამინდელ მაჩვენებელს სწორედ ამ შტამს უკავშირებენ.

გუშინ ასევე გახდა ცნობილი, რომ AY.4.2 შეერთებულ შტატებშიც ფიქსირდება, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია მისი კლასტერების არსებობის შესახებ ან მის მიერ ინფიცირების მომატებაზე გავლენის მოხდენაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები