ჩინეთში, რესტორანში ძლიერი აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები

ჩინეთში, ლიანონინის პროვინციაში, ერთ-ერთ რესტორანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, 30 დაშავებულია.

ინფორმაციას ქალაქ შენიანის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აფეთქება ადგილობრივი დროით 8:20 საათზე მოხდა. ის ისეთი სიძლიერის იყო, რომ ახლოს მდებარე შენობებია დაზიანებული, ასევე, საქალაქო ავტობუსი და ავტომობილები.

ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ, სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

წინასწარი ვერსიით, მომხდარის მიზეზი შესაძლოა, გაზის გაჟონვა გამხდარიყო.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები