აშშ-ში კორონავირუსის ახალი შტამი გამოავლინეს

ბრიტანეთში გამოვლენილი, კოვიდ19-ის ახალი შტამი- “დელტა” AY4.2 შეერთებულ შტატებშიც არის დაფიქსირებული, თუმცა, ჯერჯერობით, არ არსებობს მონაცემი ამ შტამის კლასტერების ან ინფიცირებულთა რაოდენობის მატების შესახებ.

ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა.

კემბრიჯში მდებარე, სენგერის ინსტიტუტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ “დელტა” შტამის ნაირსახეობა შესაძლოა, 10-15%-ით მეტად ინფექციური აღმოჩნდეს.

როგორც ვალენსკიმ ბრიფინგზე თქვა, “ვირუსის გავრცელებასთან ერთად, მისი ახალი შტამები ჩნდება. ბოლო დროს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა AY4.2 ვარიანტს, რომელიც ბრიტანეთში გამოვლინდა. პერიოდულად ვაწყდებით მას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, თუმცა, არ აღვნიშნავთ ამჟამად კლასტერების გამოჩენას, ან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას”.

მისივე თქმით, ამჟამად, არ არსებობს მონაცემი იმის შესახებ, რომ ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინები ნაკლებეფექტურია.

ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ინფიცირების ბოლოდროინდელი ზრდა სწორედ “დელტა” შტამის AY.4.2 ვერსიას უკავშირდება, რადგან ინფიცირებულთა შორის 10% შემთხვევაში ის ფიგურირებს და მისი მაჩვენებლი მზარდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები