დავით ქართველიშვილი: 2-პროცენტიანმა “დროამ” და 3-პროცენტიანმა “ლელომ” საკუთარი ჩრდილოვანი კაბინეტი უკვე დააკომპლექტეს
ექსპერტი, დავით ქართველიშვილი პარტია ,,ლელოს’’ და ორგანიზაცია ,,დროას’’ ერთობლივ მემორანდუმის გაფორმებას ეხმიანება.
,,ლეიბორისტებს” საკუთარი ჩრდილოვანი კაბინეტი აქვთ ჩამოყალიბებული, ოღონდ – შემცირებული ჩრდილით. ერთი პრემიერი და სამი მინისტრი. სულ ოთხნი არიან – მამა/შვილი ნათელაშვილები, გოგავა და ჩხარტიშვილი. ახლა ფანჩატურში მიმდინარეობს კონსულტაციები – რომელი სამი სამინისტრო დატოვონ.
მოგეხსენებათ, რომ 2%-იანმა “დროამ” და 3%-იანმა “ლელომ” საკუთარი ჩრდილოვანი კაბინეტი უკვე დააკომპლექტეს. დღეიდან მოსახლეობას ეძლევა ფართო არჩევანი, რომელ მთავრობას მიეკედლოს და რომელი ბიუჯეტიდან არჩინოს თავი თვისი”, – წერს facebook – ზე დავით ქართველიშვილი.