მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარსადგენად პროკურორი ციხეში შევიდა

პროკურორი ლევან ვეფხვაძე რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა. ის ბრალს წარუდგენს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

„პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა ბრალდება საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაულის ფაქტზე ჩატარებულია ასეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, არსებობს არაერთი ვიდეო- და აუდიომტკიცებულება”, – განაცხადა პროკურორმა ციხეში შესვლამდე.

პროკურორის თქმით, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულია ასევე ელგუჯა ცომაია და მასთან ერთად სხვა პირებიც, რომლებიც სააკაშვილს გადაადგილებაში ეხმარებოდნენ, იცოდნენ, რომ იგი იძებნებოდა და არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები