რუსეთში, პანდემიის გამო, ერთკვირიანი უქმეები გამოცხადდა

რუსეთში, პანდემიის ფონზე, 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე უქმეებია გამოცხადებული.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც მან თქვა, მნიშვნელოვანია ეპიდემიის ახალ პიკთან გამკლავება.

ამასთან, მან რეგიონების ლიდერებს მისცა უფლება, უქმე დღეების გამოცხადება 30 ოქტომბრამდეც მოხდეს, ეპიდვითარებიდან გამომდინარე.

მანამდე, პუტინს შესაბამისი წინადადებით ვიცეპრემიერმა, ნატალია გოლიკოვამ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები