მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4%-ით, ხოლო გარდაცვლილთა 2%-ით არის შემცირებული

მსოფლიოში 11-17 ოქტომბერს კორონავირუსით 2 763 957 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 3-10 ოქტომბერთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას – ამავე პერიოდში, მსოფლიოში ვირუსს 46 140 ადამიანი შეეწირა, რაც 3-10 ოქტომბერთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენშია ნათქვამი.

ინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია აფრიკაში 18%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 16%-ით, ამასთანავე, გაზრდილია ევროპის რეგიონში 7%-ით.

გარდაცვალების კლებაა აფრიკაში 25%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 19%-ით; ამასთანავე, ევროპის რეგიონში გაზრდილია 4%-ით, დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში კი, 1%-ით.

ერთ კვირაში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში – 582 707; დიდ ბრიტანეთში – 283 756; რუსეთში – 217 322; თურქეთში – 213 981 და ინდოეთში 114 244.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები